დავით გარეჯის საქმის ქრონიკები

დავით-გარეჯის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სხვადასხვა მედია საშუალებებისა თუ სოციალურ ქსელებში შექმნილი ჯგუფების მეშვეობით, ამ თემაზე არაერთი ფოტო თუ ვიდეო მასალა გავრცელდა, სადაც საეკლესიო თუ საერო პირები საკუთარ ნარატივს აჟღერებდნენ. ზოგიერთი მათგანი კარტოგრაფთა დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად და მათ სამშობლოს ღალატშიც კი ადანაშაულებდნენ. ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე, ვრცელდებოდა წინა ხელისუფლების მადისკრედიტირებელი განცხადებები.

«
დავით გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გავიდა დოკუმენტურ-საგამოძიებო ფილმი - „გარეჯის მთის სიმართლე“. რასაც მალევე მოყვა ისტორიკოსთა მხრიდან კრიტიკა და გამოხმაურება. კერძოდ ერთ-ერთმა მათგანმა, ბექა კობახიძემ, მის სოციალურ ქსელში, ვრცელი სტატუსი მიუძღვნა, სადაც ხაზგასმით წერს: „აქ იმდენი მსხვილკალიბრიანი ტყუილია ნათქვამი, იმდენი ფაქტია დამახინჯებული, ჭეშმარიტების დამდგენი იმდენი ფაქტია მიზანმიმართულად დამალული, რომ არ შემეძლო ვრცელი რეცენზია არ დამეწერა“.

აღსანიშნავის, რომ არც „ქართული მარშის“ გარჯას ჩაუვლია უკვალოდ. სოციალურ მედიაში საკუთარ ოფიციალურ ფეისუბუქ გვერდზე გაავრცელეს გიორგი გაბედავას, ზემოხსენებული მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრის მიერ შექმნილი ვიდეო, სადაც მიზანმიმართულად მიმდინარეობდა წინა ხელისუფლების დისკრედიტაცია და მათ გარეჯის გამყვიდველთა იარლიყიც კი მიამაგრეს.

მსგავსი შინაარსის ჟურნალისტური მოკვლევას გვთავაზობს ტელეკომპანია იმედი, რომელმაც ასევე წინა ხელისუფლება დაადანაშაულა საზღვრის დამდგენი რუკების გადამალვასა და დავით გარეჯის გასხვისებაში. ამასთან საგულისხმოა ისიც, რომ მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განამვლობაში ტელეკომპანია იმედი მაუწყებლობდა ლოზუნგით „დავით გარეჯი საქართველოა“. ეს კი ამომრჩევლების პატრიოტული გრნობებით მანიპულირებას ისახავდა მიზნად. ვინაიდან, არჩევნების შემდეგ, ეს წარწერა ეკრანიდან გაქრა.

ტელეკომპანია იმედი

»
კარტოგრაფების სახელით ცნობილ საქმეზე ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით მათ „სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმის მცდელობასა და საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისათვის გადაცემას“ ედავებოდნენ. 8 ოქტომბერს კი მათ სასამართლომ ოფიციალურად წაუყენა ბრალი და წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.

«
რუკების მიმოხილვა
კარტოგრაფების საქმეში ათობით რუკა ფიგურირებს. წლებისა და მასშტაბების მიხედვით თითოეული მათგანი განსხვავებულ რეალობასა და სურათს გვიხატავს ყველაზე ხშირად ამ საქმეში ახსენებენ 1938 წლის რუკას, რომლითაც, სავარაუდოდ, უნდა ეხელმძღვანელათ კარტოგრაფებს საზღვრის დადგენის პროცესში. საგულისხმოა ისიც, რომ როდესაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს, მეორე დღესვე მათი კაბინეტიდან სწორედ ეს რუკა იქნა ამოღებული და საზოგადოებას ეს ინფორმაცია მიაწოდეს, ისე, თითქოსდა კარტოგრაფებმა ზემოხსენებული რუკა გადამალეს.

გარდა ამისა აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 1996 წლის 13 ივნისს ორი ქვეყნის სადელიმიტაციო-სადემარკაციო სამთავრობო კომისიის სხდომის ფარგლებში აზერბაიჯანმა და საქართველომ ხელი მოაწერეს ერთობლივი შეთანხმების ოქმს. გამომდინარე იქიდან, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საკმაოდ ხშირად იცვლებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი და ვინაიდან ბოლო ცვლილება 1938 წელს განხორციელდა, ამიტომ ერთი შეხედვით ეს რუკა უნდა ყოფილიყო საზღვრის საბოლოოდ შეთანხმების საფუძველი.

მოგვიანებით 1942-43 წლებში ჩნდება ახალი რუკა, კიდევ უფრო დეტალური (1:100 000 მასშტაბით). სავარაუდოდ ეს არის სამხედრო რუკა, რომელიც იმ პერიოდისათვის საიდუმლო ინფორმაციას შეიცავდა. მასზე პირვანდელი 1938 წელს დადგენილი საზღვარი შავი ხაზებით იყო დატანილი, შესაბამისად ქართული მხარე თავდაპირველად მიიჩნევდა, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში 1942-43 წლის რუკას უნდა დაყრდნობოდნენ.



.
თუმცა მალევე, 1945 წელს გაჩნდა ახალი რუკა, სადაც ზემოხსენებულ 1942 წლის რუკაზე შავი ხაზებით დადგენილი საზღვრები, წითელმა ხაზებმა ჩაანაცვლა, ერთგვარად ხელით გადასწორდა საბჭოთა კავშირის მიერ, ხოლო საქართველოსათვის მნიშნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები დარჩა საქართველოს საზღვრებს მიღმა. შესაბამისად დელიმიტაცია-დემარკაციის საფუძველზე ეს რუკა ქართული მხარისათვის არახელსაყრელად შეფასდა.

სამეში, 2020 წლის მარტში ჩნდება ახალი რუკები, რომელიც დავით ხიდაშელმა რუსეთიდან ჩამოიტანა. ეს რუკა სავარაუდოდ იდენტურია რუკისა (მასშტაბი 1: 200 000), რომელიც ნატალია ილიჩოვამ დაახლოებით 2000 წელს კერძო პირთან აღმოაჩინა. თუმცა, კარტოგრაფიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული რუკა რამდენიმე მიზეზით არ იყო საქართველოსთვის ხელსაყრელი- ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

1. კარტოგრაფიულად არ იყო სანდო;
2. ეს რუკები ასახავდა 1936-37 წლების სურათს და არა 1938-ის, რაც ჩვენთვის არ იყო სახარბიელო;
3. არსებობდა 1929 წლის ოქმი, რომელშიც სიტყვიერად იყო გაწერილი დადგენილი საზღვარი. შესაბამისად 1938 წლამდე გამოცემული ყველა რუკა აზერბაიჯანის სასარგებლოდ წყვეტდა საკითხს. ამიტომ საგულისხმოა, რომ დავით ხიდაშელს სწორედ ეს რუკები უნდა ჩამოეტანა რუსეთიდან.







დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა
შესაბამისად, გამოდის რომ დავით ხიდაშელის მიერ ჩამოტანილი რუკა, და იგივე 1938 წლის რუკის დედანი, არათუ წყვეტს დავით გარეჯის კომპლექსის პრობლემას, არამედ მთლიანად საზიანოა ქართული მხარისათვის.
შედეგად კითხვაზე თუ რა არის სადავო დავით-გარეჯის საკითხში, პასუხი გაცემულია - დავით გარეჯის კომპლექსი არასდროს ყოფილა შეთანხმებელი.

»
ივერი მელაშვილი ჩვენთან საუბრისას იხსენებს 1994-95 წლების მოლაპარაკებებს, როდესაც ქართული მხარის ინიციატივით შეიქმნა საზღვის დამდგენი კომისია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა და მოემზადებინა საქართველოს პოზიცია დავით გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით. სამუშაო პროცესში ჩართულნი იყვნენ: კარტოგრაფიის და გეოდეზიის სამსახურის წარმომადგენელი ჟიუნი თოდუა, სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების პირები, ასევე ივერი მელაშვილიც, რომელიც იმ პერიოდში მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის სამმართველოს უფროსი იყო. კომისიის წევრები იმ პერიოდში შეჯერდნენ 1938 წლის რუკაზე. მოგვიანებით, გადაწყდა რუკებისათვის ჩაეტარებინათ ექსპერტიზა. შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ მყარი წერტილების შედარების დროს(მდინარე, მთა, წყალგამყოფი ქედი და ა.შ.)რომელთა საფუძელზეც უნდა მომხდარიყო საზღვრის დადგენა, კარტოგრაფიულად არახელსაყრელი აღმოჩნდა ქართული მხარისათვის. ივერი მელაშვილი ინტერვიუში გვიყვება: „ამ რუკას ჰქონდა სერიოზული ხარვეზები და ფაქტობრივად, მეორე მხარესთან მოლაპარაკებებზე არაფერი გვქონდა ხელშესახები“.

«
ალბათ, მკითხველს გაუჩნდება კითხვა:
თუკი 1938 წლის რუკა არ იყო ხელსაყრელი საქართველოსთვის, რადგან დავით გარეჯის კომპლექსის საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა, მაშინ რაზე აქვთ ბრალი წაყენებული ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას?!

»
დავით გარეჯის საკითხის სამართლებრივი ასპექტები
ივერი მელაშვილის ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს: „პროკურატურა მათ არა 1938 წლის რუკის გადამალვას, არამედ სრულიად აბსურდულ გარემოებას ედავება, რაც ჩანაწერში ასე იკითხება:“სახელმწიფოს წინააღმდეგ ნაბიჯის გადადგმის მცდელობა“.
საქართველოს ხელისუფლებას სურდა წინასაარჩევნოდ ერთის მხრივ საზოგადოების ყურადღება გადაეტანა სრულიად სხვა საკითხზე და მეორეს მხრივ დავით გარეჯის თემის წინ წამოწევით იერიში მიეტანა მის პოლიტიკურ ოპონენტებზე ყოფილი ხელისუფლების წევრებზე. შესაბამისად ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ვერ ექნებათ წაყენებული დავით გარეჯის კომპლექსის გასხვისებაზე, მაშინ როდესაც კომპლექსის საკითხი ისედაც შეუთანხმებელია უკვე მრავალი წელია“.
გარდა ამისა, მისივე ცნობით, სავარაუდოდ, 2005-2006 წლებში მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეუთანხმებელი მონაკვეთები დაეშალათ ქვემონაკვეთებად. თუმცა აღმოჩნდა, რომ დავით-გარეჯის კომპლექსი და ქართული სოფელი ერისიმედი ხვდებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ხოლო ზოგიერთი აზერბაიჯანული სოფელი საქართველოს - მხარეს. ამიტომ გადაწყვიტეს ე.წ მოცვლის პრინციპისათვის მიემართათ. ქართული მხარე დავით-გარეჯის კომპლექსის მის საზღვრებში მოქცევას სამი მიზეზით ხსნიდა: ისტორიული, კულტურული და რელიგიური. ხოლო სოფელი ერისიმედი - მიწათსარგებლობის მიზანს წარმოადგენდა.
ამ პრობლემიდან რეალური გამოსავალი, აღნიშნული საქმის ფიგურანტებს, ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ესახებათ, სადაც სახელმწიფოს უმაღლესი ორგანოების ჩართულობა უალტერნატივოა. თუმცა, ამ საკითხის პარალელურად დღემდე აქტიურად გრძლედება კარტოგრაფთა დისკრედიტაციის კამპანია.

© ავტორი - ნათია თვალიაშვილი
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website